Thumbnail

20 წამში მოგებული ფინალი - ტედი რინერის ტრიუმფი ბრაზილიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტედი რინერს ბრაზილიის გრანდ სლემის მოსაგებად 4 შეხვედრის ჩატარება მოუწია
  • ფრანგმა ძიუდოისტმა ფინალში მასპინძელ დავიდ მოურას მოუგო

ტედი რინერმა ბრაზილიის გრანდ სლემი ტრიუმფით დაასრულა. ფრანგ ძიუდოისტს 4 ბრძოლის მოგება დასჭირდა, რათა ბრაზილიაში ჩემპიონობა ეზეიმა. რინერს ყველაზე მეტად პირველ ბრძოლაში გაუჭირდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი კოკორო კაგეურა იყო - ტედიმ მის წინააღმდეგ 9 წუთი და 54 წამი იჭიდავა და მეტოქეს ვაზარით აჯობა.

რინერმა დანარჩენი ბრძოლები მარტივად მოიგო: რუსი ინალ ტასოევი ვაზარით დაამარცხა, ხოლო ლუკაშ კრპალეკს 3 შიდოს უპირატესობით სძლია. ფრანგი ძიუდოისტი ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურას შეხვდა და მასპინძელი ქვეყნის ძიუდოისტი 20 წამში იპონით დაამარცხა, რითაც კარიერაში, ყველა ტურნირზე, 48-ე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტედი რინერის გზა ბრაზილიის გრანდ სლემის მოგებამდე

ტედი რინერის გზა ბრაზილიის გრანდ სლემის მოგებამდე

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები