Thumbnail
  • ჩელსი 3:0 ვესტ ბრომვიჩი

27-ე ტურის ბოლო მატჩს ლონდონში სტემოფორდ ბრიჯმა უმპასპინძლა, ანტონიო კონტეს გუნდმა პრემიერლიგის აუტსაიდერი - ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 3:0 დაამარცხა და ოთხეულს დაუბრუნდა.

შეხვედრაში დუბლი გაიტანა ჩელსის ბელგიელმა ლეგიონერმა ედენ აზარმა, ხოლო ერთი გოლი ვიქტორ მოუზესის ანგარიშზეა. ედენ აზრამა ვესტ ბრომს მეშვიდე გოლი გაუტანა, ამდენი, ჩელსის ათიანს არცერთი პრემიერლიგის გუნდისთვის არ ააქვს გატანილი, საერთო ჯამში კი ეს აზარისთვის 67-ე გოლი იყო პრემიერლიგაში.

ედენ აზარი ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ

სულ ლილის ყოფილ ფეხბურთელს ჩელსის 104 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (67 გოლი, 37 საგოლე გადაცემა), ამაზე კარგი შედეგი კლუბის ისტორიაში მხოლოდ დიდიე დროგბას (159) და ფრენკ ლამპარდს (237) აქვთ.

"წინ ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი გველის, რთული თამაშები გველოდება!"

შეხვედრაში პირველი საგოლე გადაცემა ოლივიე ჟირუმ გააკეთა, ვესტ ბრომვიჩთან მატჩი ფრანგისთვის პირველი სტარტი იყო ჩელსის ფორმით. ჟირუს გავლენაზე, თამაშის შემდეგ ანტონიო კონტემაც ისაუბრა "ერთ-ერთი საუკეთსო ფორვარდია პრემიერლიგაში მეორე სართულზე თამაშის და ბურთის დაჭერის მხრივ. პირველი გოლის ეპიზოდი არის კარგი მაგალითი იმისა, რის გამოც ჟირუ დავიმატეთ." განაცხადა იტალიელმა.

ოლივიე ჟირუს პირველი სტარტი ჩელსის რიგებში

ერთ თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს ალვარო მორატა დაუბრუნდა და ჟირუს მსგავსად საგოლე გადაცემის ავტორი გახდა "კარგია, რომ მორატა დაბრუნდა. ეს ორი მოთამაშე აუცილებლად მწყობრში გვჭირდება - წინ ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი გველის, რთული თამაშები გველოდება!" - განაცხადა კონტემ.

გახსოვთ ეს ბიჭები? ვესტ ბრომთან მატჩს ჯანლუკა ვიალი, ჯანფრანკო ძოლა და ტორე ანდრე ფლო დაესწრნენ

კომენტარები

ბოლო ამბები