Thumbnail
  • მილანმა მარკო ჯამპაოლოს გაშვების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
  • რა შუაშია აქ სილვიო ბერლუსკონი

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო მოხსნა. "მილანი აცხადებს, რომ მისტერ მარკო ჯამპაოლო გათავისუფლებულია მილანის მწვრთნელის თანამდებობიდან და სამომავლო კარიერაში წარმატებას უსურვებს მას", - წერია ოფიციალურ განცხადებაში

 
მარკო ჯამპაოლოს მილანის უფერული სტარტი არ აპატიეს, გუნდი სანაკრებო პაუზას მისთვის მიუღებელ მე-13 პოზიციაზე შეხვდა. მილანმა 7 მატჩში 4 წააგო, მათ შორის მთავარ მეტოქე ინტერთან (0:2). 

ჯამპაოლომ მილანი მხოლოდ 7 მატჩში გაწვრთნა, რაც ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პერიოდია ერთი მწვრთნელისთვის. იტალიური მედია ამტკიცებს, რომ ზვონიმირ ბობანმა და პაოლო მალდინიმ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც მათ მილანის ყოფილმა ბოსმა სილვიო ბერლუსკონიმ კონსულტაცია გაუწიათ. 

კლუბის შეფ ოფიცერი ზვონიმირ ბობანი და ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი

მილანში ლუჩანო სპალეტის დანიშვნა სურდათ, მაგრამ მას ყოფილ გუნდ ინტერთან ახლაც დავა აქვს მაისში მოხსნის შემდეგ. ამიტომაც, ახლა უპირველესი კანდიდატი სტეფანო პიოლია. 

ჯამპაოლომ უკვე გაათავისუფლა თავისი კაბინეტი და დაელაპარაკა მილანის ფეხბურთელებს. პიოლის ორ-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ "სან სიროზე" სეზონში €2 მილიონს სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ 83 წლის ბერლუსკონი 1986-2017 წლებში მილანის მფლობელი იყო. ახლახან კი მონცა შეიძინა. ბერლუსკონი ჯამპაოლოს იმისთვის აკრიტიკებდა, რომ ნაკლებად ენდობოდა ბრაზილიელ ლუკას პაკეტასა და ესპანელ სუსოს, სამაგიეროდ, უსიტყვოდ ენდობოდა არგენტინელ მატეო მუსაჩოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები