Thumbnail
  • შვაინშტაიგერი ფეხბურთიდან წავიდა
  • გერმანელმა კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა...

მიუნხენის ბაიერნის, მანჩესტერ იუნაიტედის და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა - ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთო კარიერა დაასრულა.

35 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება MLS-ის დასრულებამდე ორი დღით ადრე გაავრცელა "დრო მოვიდა... ჩემი ასეთი კარიერა, პირველ რიგში გულშემატკივრების დამსახურებაა..."

'ბასტი' გერმანიის ნაკრების ღირსებას 2004-2016 წლებში იცავდა და ეროვნული გუნდის მაისურით 121 მატჩის ჩატარება შეძლო. ყველაზე გამოსარჩევი მისი სანაკრებო მოგონება კი 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალია, სადაც იოახიმ ლიოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბაიერნში ჩატარებული 500 მატჩის შემდეგ, შვაინშტაიგერი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. თუმცა გერმანელი ინგლისს ვერ მოერგო და შედეგად გუნდიდან წასვლამდე 2 წლის მანძილზე პრემიერლიგის სასტარტოში სულ 13-ჯერ მოხვდა.

21-ე საუკუნის გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კარიერას MLS-ის ჩიკაგო ფაიერში ასრულებს, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები