Thumbnail
  • მაიკლ ჩეიკამ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • ავსტრალიის სავარაუდო მეტოქე მეოთხედფინალში საფრანგეთი ან ინგლისი იქნება

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებს შეხვდება და პლეი ოფის საგზურის განაღდებას ეცდება. ''ვოლაბების'' მთავარმა მწვრთნელმა ურუგვაისთან მოგების შემდეგ, ნაკრების ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელი მხოლოდ 5 მორაგბე დატოვა: ჯეკ დემპსი, ნიკ უაითი, მეტ ტო'ომუა, კარტლი ბილი და ჯორდან პეტაია.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ავსტრალიელები საფრანგეთის ან ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან მეოთხედფინალურ ეტაპზე.

მეტი ამ თემაზე:

ავსტრალიის ძირითადი შემადგენლობა: 1. სკოტ სიო, 2. ტოლუ ლატუ, 3. სეკოპე კეპუ, 4, იზაკ როდა, 5, რორი არნოლდი, 6. ჯეკ დემპსი, 7, დევიდ პოქოქი, 8იზი ნაისარანი, 9. ნიკ უაითი, 10. მეტ ტო'ომუა, 11. მარიკა კოროიბეტე, 12. სამუ კერევი, 13. ჯეიმს ო'კონორი, 14. ჯორდან პეტაია, 15. კარტლი ბილი.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ჯორდან ულესე, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. ადამ კოულმენი, 20. მაიკლ ჰუპერი, 21. უილ გენია, 22. კრისტიან ლეალიფანო, 23. დეინ პეტი.

კომენტარები

ბოლო ამბები