Thumbnail

გიორგი ნავალოვსკი: ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და დროა, ბათუმი გავახაროთ!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ექსკლუზიური ინტერვიუ დინამო ბათუმის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან
  • ორი დინამოს დაპირისპირება, საჩემპიონო ინტრიგა და სანაკრებო მატჩები

დინამო ბათუმის და დინამო თბილისის შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. დინამოებს 62-62 ქულა აქვთ და თუ სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს, ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობით, ჩემპიონი ბათუმური გუნდი გახდება.

დინამოების დაპირისპირებაზე, საჩემპიონო რბოლაზე, სანაკრებო ფანჯარასა და სხვა საინტერესო თემებზე დინამო ბათუმის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნავალოვსკიმ popsport.com-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

popsport: როგორ შეაფასებ დინამო თბილისთან შეხვედრას?

ნავალოვსკი: ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ვიგებდით და მიზნის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა. ჩვენი თამაში ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ, რაც დიდწილად ამინდმა განაპირობა. რომ არა ძლიერი წვიმა, ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით. თუმცა, საგანგაშო არაფერი მომხდარა. პირიქით, ლიდერები ვართ და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

popsport: ძლიერი წვიმის მიუხედავად, გულშემატკივარი ბოლომდე დარჩა სტადიონზე..

ნავალოვსკი: უამინდობის მიუხედავად, სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო. გულშემატკივრები ძალიან გვაძლიერებენ და ჩვენს წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით.  

წაიკითხე | დინამო დინამოს წინააღმდეგ - 5 დაკვირვება სეზონის მთავარ მატჩზე

popsport: დინამო თბილისთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაქვთ და თუ გუნდებმა თანაბარი ქულებით დაამთავრეს სეზონი, ჩემპიონი დინამო ბათუმი გახდება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი გუნდისთვის?

ნავალოვსკი: მნიშვნელოვანია, რადგან არავისზე დამოკიდებულები არ ვართ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ჩვენი მიზანია, რომ დარჩენილი 6 თამაში მოვიგოთ და საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ. მოვიდა დრო, გავახაროთ ბათუმელი გულშემატკივრები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

popsport: დინამო თბილისისგან განსხვავებით, დინამო ბათუმს აღარ უწევს საბურთალოსთან და ქუთაისის ტორპედოსთან თამაში. ესეც დამატებითი პლუსია?

ნავალოვსკი: ცოტა უკეთესი კალენდარი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველა დარჩენილი მატჩი ფინალია და მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.

popsport: როგორ შეაფასებ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს და პროგრესირებს თუ არა ქართული საკლუბო ფეხბურთი? 

ნავალოვსკი: ბათუმში იმდენი გულშემატკივარი დადის სტადიონზე, რომ თავი ევროპაში მგონია. ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ არის ადვილი. ძალიან დაძაბული თამაშებია, საჩემპიონო ინტრიგა კი ბოლომდე შენარჩუნდა. კარგი იქნება თუ ლევან მჭედლიძეს სხვა ქართველი ფეხბურთელები მიბაძავენ და ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ, რადგან ეს დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.

popsport: წინ სანაკრებო ფანჯარაა, საქართველოს ეროვნულ გუნდს ირლანდიასთან და გიბრალტართან უწევს დაპირისპირება. რა მოლოდინი გაქვს?

ნავალოვსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავახაროთ გულშემატკივარი. ირლანდიასთან ძალიან ცუდი სტატისიკა გვაქვს და ეს უნდა შევცვალოთ. ვემზადებით თამაშებისთვის, განწყობა კი საბრძოლოა.

popsport: ვლადიმირ ვაისი ეროვნული ლიგიდან იშვიათად იძახებს ფეხბურთელებს. როგორ ფიქრობ, უფრო მეტად ხომ არ უნდა ენდოს საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს? 

ნავალოვსკი: ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შანსს იმსახურებენ და მიიღებენ კიდეც. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ექსპერიმენტების დრო არ არის. ეს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

popsport: ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას უცხოეთში ურჩევნია თამაში, შენ კი შეთავაზებების მიუხედავად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნდი. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?  

ნავალოვსკი: ამ ზაფხულსაც მქონდა უცხოური ვარიანტი, მაგრამ ჩემი სურვილი დინამო ბათუმში თამაშია. კლუბის ხელმძღვანელებს ამბიციური გეგმები აქვთ, გუნდს კი გია გეგუჩაძე წვრთნის, რომელიც ყველგან და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. 33 წლის ვარ და უცხოეთში წასვლაზე ნაკლებად ვფიქრობ. მინდა, რომ კარიერის ბოლო წლებში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლო.

📸 ბოლო თამაშის ფოტოები განსაკუთრებით ეფექტური გამოვიდა

Posted by FC Dinamo Batumi on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

popsport: როგორ დაახასიათებ გია გეგუჩაძეს?

ნავალოვსკი: ჯერ კიდევ დინამოს აკადემიაში ვიყავი, როდესაც გია გეგუჩაძე იყო ჩემი მწვრთნელი და ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა. როდესაც ახალგაზრდულ ასაკში გიასთან ხვდები, ძალიან ბევრი შეგიძლია ისწავლო. უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომები აქვს ფეხბურთელებთან. ისე ხსნის ყველაფერს, რომ თუ თამაში გინდა, აუცილებლად გაიგებ. მიხარია, რომ ისევ მასთან მიწევს მუშაობა. 

popsport: დინამო ბათუმი ახლოს არის საქართველოს ჩემპიონობასთან. ასეთ დროს, რას ეტყვი ბათუმელ გულშემატკივრებს?

ნავალოვსკი: ჩვენი გულშემატკივრები ძალიან გვაძლიერებენ და მათგან ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას როგორც საკუთარ მოედანზე, ისე გასვლაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს და ვუთხრა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

კომენტარები

ბოლო ამბები