Thumbnail

ხობის კოლხეთის კაპიტანმა მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მეშახტე 3:0 ხობის კოლხეთი - ბრძოლა ეროვნულ ლიგა 3-ში დარჩენისთვის
  • ხობის კოლხეთის კაპიტანი მატჩის გმირი გახდა, მან მეტოქის სიცოცხლე გადაარჩინა

ეროვნულ ლიგა 3-ში ადგილი შენარჩუნებისთვი ბრძოლა გრძელდება. ტყიბულის მეშახტემ ხობის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქეს 3:0 სძლია. მატჩის პირველ ტაიმში ხობის კოლხეთის კაპიტანმა გიორგი გოგენიამ მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა.

ხობის კოლხეთის კაპიტანმა მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ხობის კოლხეთის კაპიტანმა მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

''ტყიბულის სტადიონზე მეშახატესა და ხობის კოლხეთს შორის მატჩში, საჰაერო ორთაბრძოლის დროს, ზურა გელაშვილი და ირაკლი ჭანკვეტაძე ერთმანეთს შეეჯახნენ და მძიმე ტრავმები მიიღეს.

"გელაშვილმა გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა. სწორედ ამ დროს, მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა რამდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო, შეიძლებოდა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო. "ტყიბულის მეშახტე სრული შემადგენლობით და გუნდის გულშემატკივრები მადლობას ვუხდით ხობის კოლხეთის კაპიტანს. ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ზედმეტია! ფეხბურთი - ეს ურთიერთპატივისცემაა!'' - წერს საფეხბურთო კლუბ მეშახტეს ოფიციალური გვერდი.

👏 ხობის კოლხეთის კაპიტანმა გიორგი გოგენიამ მეშახტეს ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა! 💖 📌 გუშინ, ტყიბულის სტადიონზე...

Posted by სკ მეშახტე ტყიბული / FC Meshakhte Tkibuli on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

მეშახტეს 22 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 3-ში ბოლო ადგილზეა. ტყიბულელებს ქედის ბეთლემი და ხობის კოლხეთი 4-4 ქულით უსწრებენ. ეროვნული ლიგა 3-ის დასრულებამდე კიდევ 9 ტური რჩება.

📸 | სკ მეშახტე ტყიბული

 

კომენტარები

ბოლო ამბები