Thumbnail

ქართველები აზიის ჩემპიონთა ლიგაზე | მოგება და წაგება

  • კახა მახარაძის ლოკომოტივმა 5:0 იმარჯვა.
  • გიორგი გველესიანის ზობ აჰანი 1:3 დამარცხდა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის I ტურის თამაშები გაიმართა. B ჯგუფში შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა კახა მახარაძის ლოკომოტივს.

ტაშკენტში 5,5 ათასი მაყურებელი მივიდა ლოკომოტივისა და ალ ვაჰდას მატჩზე, რომელიც უზბეკებმა 5:0 მოუგეს არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს. მახარაძემ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. 

შეგახსენებთ, როცა მახარაძეს ეროვნულ ნაკრებში იძახებდნენ, ის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა.

ლოკომოტივი 5:0 ალ-ვაჰდა

ამავე ჯგუფში ირანის ზობ აჰანი ყატარში ალ-დუჰაილთან 1:3 დამარცხდა. ირანელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გველესიანმა.

მან სტუმართა ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა, ზობ აჰანმა გველესიანის თავურის მერე გაიტანა

ალ-დუჰაილი-ზობ აჰანი, გიორგი გველესიანი (#5)
ალ-დუჰაილი 3:1 ზობ აჰანი

კომენტარები

ბოლო ამბები