Thumbnail

59-ქულით მოგებული მატჩი - სამხრეთ აფრიკამ კანადას 10 ლელო დაუდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სამხრეთაფრიკელებმა კანადის ნაკრებს 10 ლელო დაუდეს
  • 'სპირინგბოქსი' ჯგუფიდან გავიდა და მისი სავარაუდო მეტოქე A ჯგუფში ირკვევა

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი კანადასთან გამარჯვებით დაასრულა. ''სპრინგბოქსმა'' კანადელებს 10 ლელო დაუდო და საპასუხო მხოლოდ ერთი მიიღო.

სამხრეთაფრიკელებმა მატჩი 59-ქულიანი უპირატესობითა და ბონუს ქულით მოიგეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ტაბლოზე ასეთი იყო - 66:7. სამხრეთ აფრიკამ ''მისაკი სტედიუმზე'' პირველ ტაიმში 47 ქულა დააგროვა, მეორე ტაიმში კი მხოლოდ 19 ქულით დაკმაყოფილდა.

მათი მომდევნო მეტოქე პლეი ოფში იაპონიის, ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გაირკვევა. ამ ჯგუფში რჩება კიდევ ერთი მატჩი - იტალია ახალ ზელანდიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, რისი შანსიც, რა თქმა უნდა, მინიმალურია. All Blacks ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის და იტალიელებთან მოგების შემთხვევაში, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს C ჯგუფს?

  • ინგლისი
  • საფრანგეთი
  • არგენტინა
  • ტონგა
  • აშშ

კომენტარები

ბოლო ამბები