Thumbnail

არსენ ვენგერი სამშობლოში ბრუნდება? ფრანგი ლიგა 1-ის კლუბს სურს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლიონმა სილვინიოს სეზონის ცუდი სტარტი არ აპატია
  • ფრანგულ კლუბში ვენგერის გარდა სხვა ვარიანტებიც განიხილება

ლიონის ოლიმპიკის ხელმძღვანელობამ სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან ბრაზილიელი სილვინიო გაათავისუფლა. იგი კლუბში მაისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ბოლო 9 თამაშში (ყველა ტურნირზე), მხოლოდ ერთი მოიგო. ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლიონი სენტ ენტიენთან 0:1 დამარცხდა, რის შემდეგაც სილვინიო გაუშვეს. 

Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრანგულ კლუბში მთავარ მწვრთნელად არსენ ვენგერი სურთ. ფრანგმა არსენალი 18 თვის წინ დატოვა და მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა იგი კვლავ უმუშევარია. ლიონში განიხილება ლორან ბლანის კანდიდატურაც.

კლუბს დროებით სილვინიოს დამხმარე ჟერალდ ბატიკლი უხელმძღვანელებს. მის ქმედებებს გუნდის სპორტული დირექტორი ჟუნინიო პერნამბუკანო გააკონტროლებს.

ლიონი 9 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. იგი 12 ქულით ჩამორჩება ლიდერ პარი სენ-ჟერმენს. ოლიმპიკი შემდეგ შეხვედრას 19 ოქტომბერს დიჟონის წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები