Thumbnail

'იუვენტინოდ დაბადებულები არ იცვლებიან!' - ინტერის ლეგენდები კონტეს აკრიტიკებენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • წაგების შემდეგ კონტეს იუვენტინურ წარსულს უხსენებენ
  • ინტერის ლეგენდები მსაჯობითაც უკმაყოფილები არიან და ტრანსფერებითაც

იუვენტუსთან წაგებული დერბის შემდეგ, მილანის ინტერის ბანაკში, კლუბის ლეგენდებმა, სანდო მაცოლამ და ჯაჩინტო ფაკეტიმ უკმაყოფილება არ დამალეს. მეტიც, მაცოლამ კონტეს ტურინული წარსული შეახსენა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილება გამოთქვა.

"როდესაც კონტე ლაპარაკობს, ისეთი განცდა მაქვს, რომ ისევ იუვენტინოებს ელაპარაკება და არა ჩვენ, ინტერისტებს. როდესაც იუვენტინოდ, ან ინტერისტად დაიბადე, შეუძლებელია შეიცვალო. საერთოდაც მგონია, რომ კონტე აქ მეორე იუვენტუსის აშენებას აპირებს," - განაცხადა სანდრო მაცოლამ.

მილანის ინტერის ლეგენდა სანდრო მაცოლა

ინტერის ლეგენდა წაგების შემდეგ მსაჯის მუშაობითაც უკმაყოფილო დარჩა. მაცოლას თქმით, საკმარისი იყო, იუვეს მოთამაშეებს მსაჯისგან ჯარიმა მოეთხოვათ, ტომაზო როკი ამ ჯარიმას აუცილებლად ნიშნავდა: "მსაჯი, როგორც ყოველთვის, იუვესკენ იყო. როგორც კი იუვეს მოთამაშეები ჩერდებოდნენ და ხელებს მაღლა წევდნენ, როკი მაშინვე ჯარიმას ნიშნავდა."

მან ინტერის სატრანსფერო პოლიტიკაც გააკრიტიკა, განაცხადა, რომ მაურო იკარდი რომელუ ლუკაკუს ურჩევია და არგენტინელი მილანელებს ძალიან დააკლდათ.

წაიკითხე იგუაინი, რონალდო და დიბალა ერთად არ გამოდის! 5 დაკვირვება იტალიის დიდ დერბიზე

უფრო ზომიერი იყო ინტერის ცნობილი გულშემატკივარი ჯანფელიჩე ფაკეტი, მსახიობი და ინტერის ლეგენდა ჯაჩინტო ფაკეტის ვაჟი. მან აღიარა, რომ იუვე უკეთესი გუნდი იყო: "იუვესთან წაგებას ვერ ვიტან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისინი კლასის და თამაშის ორგანიზაციის მხრივ სხვა დონეზე იყვნენ."

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები