Thumbnail

‘რამდენიმე ახალი იდეა მაქვს!’ - მიშელ პლატინი ფეხბურთში ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიშელ პლატინის დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა
  • უეფას ყოფილი პრეზიდენტს ბევრი იდეა და შეთავაზება აქვს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი ფეხბურთის დიდ სცენაზე დაბრუნებაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო AP-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“რამდენიმე იდეა მაქვს, მაგრამ ახლა ამაზე დეტალურად საუბარი რთულია,” - განაცხადა პლატინიმ 4-წლიანი დისკვალიფიკაციის გასვლამდე ერთი დღით ადრე. დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ მან 50 000 ფრანკის ოდენობის ჯარიმაც უნდა გადაიხადოს.

“აუცილებლად დავბრუნდები. ჯერ არ ვიცი, სად და როგორ, მაგრამ ეს მოხდება. ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ფეხბურთს იდიოტებმა ჩამომაშორეს,” - უთხრა პლატინიმ შვეიცარიულ ტელეკომპანია RTS-ს. 64 წლის პლატინი ამბობს, რომ უკვე ძალიან ბევრი შეთავაზება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ეთიკის კომისიამ მიშელ პლატინი 2015 წელს ფეხბურთს 8 წლით ჩამოაშორა, მოგვიანებით კი, მისი დისკვალიფიკაცია 4 წლამდე შემცირდა. მიშელის ფეხბურთიდან ჩამოშორების მიზეზი ის 2 მილიონი ფრანკი იყო, რომელიც მან 2011 წელს ფიფას იმჟამინდელი პრეზიდენტისგან, ზეპ ბლატერისგან მიიღო. ბლატერი და პლატინი ირწმუნებოდნენ, რომ ეს იყო დაგვიანებული ჰონორარი მიშელის მიერ ფიფასთვის გაწეული სამსახურისთვის 1998-დან 2002 წლამდე.

კომენტარები

ბოლო ამბები