Thumbnail

ორგანიზატორებმა დაადასტურეს: ენდი მარი დიდ სლემზე ბრუნდება! 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ენდი მარი დიდი სლემის ტურნირებს 2020 წლიდან დაუბრუნდება
  • ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ენდო მარი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დიდ სლემზე ბრუნდება! 32 წლის ბრიტანელი ავსტრალიის ღია პირველობაზე (20 იანვრიდან 2 თებერვლამდე) ითამაშებს. ეს ინფორმაცია ტურნირის ორგანიზატორებმა სამშაბათს დილით დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში, მარი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში, ტრავმის გამო გამოეთიშა და მას მერე დიდი სლემის ტურნირზე აღარ უთამაშია. ოპერაციის შემდეგ, რეიტინგში 289-ე ადგილამდე დაქვეითებული მარი კორტს მხოლოდ აგვისტოში, ATP ტურზე დაუბრუნდა.

პირველ ტურნირებზე პრობლემების შემდეგ, ენდიმ პეკინის 500-იანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, შანხაის მასტერსზე კი ორშაბათს არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო 3 სეტში დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 5-ჯერ იყო (2010, 2011, 2013, 2015, 2016), მაგრამ ხუთივე შემთხვევაში დამარცხდა.

მარი დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებულია. მან ორჯერ მოიგო უიმბლდონი (2013, 2016), ერთხელ კი - აშშ-ის ღია პირველობა (2012). რონალ გაროსზე ენდი 2016 წელს ფინალში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები