Thumbnail

ტოტენჰემის დიდი დანაკლისი - ლორისი 2020 წლამდე ვერ ითამაშებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოჩეტინოს მორიგი დანაკარგი
  • უგო ლორისი ბრაიტონთან მატჩში დაშავდა...

ტოტენჰემ ჰოტსპურის და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი - უგო ლორისი 2020 წლამდე ვერ ითამაშებს, როგორც კლუბში განმარტავენ ფრანგმა იდაყვი მძიმედ დაიზიანა, თუმცა ოპერაციას არ საჭიროებს.

ლორისი ბრაიტონთან მატჩში დაშავდა და მოედანს რამდენიმე თვე ვერ დაუბრუნდება - ლორისმა მატჩის მესამე წუთზე პასკალ გროსის საჯარიმო ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, თუმცა შემდეგ ბურთით ცუდად დაეცა.

"ოპერაცია საჭირო არ არის, თუმცა მძიმედ დაშავდა. 2019 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია..." - ამობენ კლუბში.

კომენტარები

ბოლო ამბები