Thumbnail
  • 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია 
  • 15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო
  • ნაკრებს ტრავმის გამო ჩეხური ზლინის წევრი ვახტან ჭანტურიშვილი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 7 ოქტომბერს, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, მხოლოდ თოთხმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • ფრე
  • ირლანდია

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი).

თავდამსხმელი: ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებსაც  საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს 8 ოქტომბრის ვარჯიშზე შეურთდებიან, ხოლო MLS-ში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია გუშინდელ ვარჯიშზე
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სათქმელია ისიც, რომ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობას, საკლუბო შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ჩეხური ზლინის ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოაკლდა.

ამგვარად, ირლანდიასთან და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში, ამ დროისთვის, 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

⚽️🇬🇪 საქართველოს ნაკრებმა თბილისში საწვრთნელი შეკრება დაიწყო. ➡️ სრულად- https://bit.ly/31SrvAs

Posted by Georgian Football Federation on ორშაბათი, 07 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები