Thumbnail

ლიონმა სილვინიო გაუშვა - მისი ასისტენტის ქმედებებს ჟუნინიო გააკონტროლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფრანგული გრანდი ჩემპიონატში მხოლოდ მე-14 ადგილზეა
  • სილვინიოს სამწვრთნელო კარიერაში ლიონი პირველი გუნდი იყო

ფრანგულმა ლიონმა მთავარი მწვრთნელი სილვინიო თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ამ ინფორმაციას ლიგა 1-ის წევრი გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ლიონის დროებითი თავკაცის როლს სილვინიოს ასისტენტი ჟერალდ ბატიკლი შეასრულებს, თუმცა, მისი ქმედებებს უშუალოდ გააკონტროლებს გუნდის სპორტული დირექტორი ჟუნინიო პერნამბუკანო.

ლიონმა მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო და საფრანგეთის ჩემპიონატში 9 ტურის თავზე 9 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა.

გასულ ტურში ლიონელები სენტ ეტიენთან 0:1 დამარცხდნენ, 19 ოქტომბერს დიჟონთან დაპირისპირება ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები