Thumbnail
  • სამპდორიას სიაში რანიერი და იაკინიც ფიგურირებენ
  • გენუელები 7 ტურის თავზე ბოლო ადგილზე იმყოფებიან

გენუის სამპდორიამ მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო დაითხოვა და ახალი თავკაცის ძიებაშია. ეს ინფორმაცია იტალიური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

როგორც ირკვევა, გენუელები მზად არიან დი ფრანჩესკოს კომპენსაციის სახით 1.8 მილიონ ევრო გადაუხადონ.

სამპდორიას პრეზიდენტ მასიმო ფერეროს უკვე ჰქონდა კონტაქტი სტეფანო პიოლისთან (ის ბოლოს ფიორტენტინაში მუშაობდა), რომლის გადაბირებაც ყველაზე მეტად სურს, სათადარიგო ვარიანტებად კი კლაუდიო რანიერი და ჯუზეპე იაკინი განიხილებიან.

ცნობისთვის, სერია A-ს 7 ტურის თავზე გენუელთა აქტივში მხოლოდ 3 ქულაა და ისინი ბოლო – მე-20 ადგილზე იმყოფებიან. სამპდორიას მომდევნო მატჩი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს, შინ, რომასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები