Thumbnail
  • ლუჩანო სპალეტის ინტერთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს
  • მან მილანის თავკაცის პოსტზე მარკო ჯამპაოლო უნდა შეცვალოს

ინტერის ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი, შესაძლოა, სან სიროს ბინადარ მეორე კლუბის – მილანის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ამ ინფორმაციას უკვე არაერთი იტალიური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 60 წლის სპეციალისტი "როსონერის" წინასწარ დეტალებზე უკვე შეუთანხმდა, საუბარი კი 3-წლიან კონტრაქტზე მიდის.

აღსანიშნავია, რომ მილანის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას ინტერთანაც აწარმოებს, რადგანაც სპალეტის “ნერიაძურისთან” ხელშეკრულება ჯერაც ძალაშია და ის 2021 წელს იწურება.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 7 ტურის თავზე მილანელებს მხოლოდ 9 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

შესაბამისად, ის, რომ მილანი მარკო ჯამპაოლოს გათავისუფლებას უპირებს, გასაკვირი ნამდვილად არაა, სპალეტის გარდა კი, შემცვლელის რანგში სტეფანო პიოლი, კლაუდიო რანიერი და რუდი გარსიაც განიხილებოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები