- მონპელიეს ქართველმა ბურჯმა კლერმონთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა
- დავით ზირქაშვილი ფრანგული გუნდის ღირსებას 2004 წლიდან იცავს
36 წლის ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კლერმონის ქართველმა მორაგბემ თავი მონპელიესთან მატჩში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 20:13 მოიგო. დავითს ლელო არ დაუდია, თუმცა, იმ 50 წუთის განმავლობაში, რაც მინდორზე გაატარა, უდიდესი სამუშაო გასწია.

საინტერესოა, რომ მონპელიელთა რიგებში 71-ე წუთიდან 22 წლის ქართველმა ბურჯმა უშანგი ჭეიშვილმა ითამაშა, რომელიც ფრანგულ გუნდში შარშანდელი სეზონიდან ირიცხება.
კლერმონმა ექვს ტურში 16 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 ოქტომბერს, სტუმრად, ბორდოსთან ჩაატარებს.
კომენტარები