Thumbnail
  • ავსტრალიელმა მორაგბემ მე-2 დონის ნაკრებების პროგრესზე ისაუბრა
  • პოქოქი ზიმბაბვეშია დაბადებული, ვოლაბების ღირსებას კი ათ წელზე მეტია იცავს

ავსტრალიის სარაგბო ნაკრების ვარსკვლავმა დევიდ პოქოქმა ე.წ. მეორე ეშელონის ქვეყნების პროგრესზე ისაუბრა და მაგალითისთვის საქართველოს და ურუგვაის ეროვნული გუნდები მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალია და საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფში ირიცხებიან და 11 ოქტომბერს, შიზუოკაში ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ელით, ამდენად, პოქოქს ბორჯღალოსნებთან გაჯიბრების შანსი ექნება.

“ვფიქრობ, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, რაც შედეგებშიც აისახება. პირველ რიგში, იაპონელთა პროგრესი უნდა აღვნიშნოთ. აღსანიშნავია ნამიბიელთა პირველი ტაიმიც ახალ ზელანდიასთან. ისინი მართლაც ღირსეულად გამოიყურებოდნენ.

დაცვითი თამაშის მხრივ საქართველო და ურუგვაი უნდა გამოვარჩიოთ. ყოველი მატჩი შემდეგ ისინი უკეთესები ხდებიან და სუსტ მხარეებს აუმჯობესებენ. მსგავსი პროცესებია ზიმბაბვეს ნაკრებშიც. მათ წარმომადგენლებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ საქართველოს და ურუგვაის დარ სტრუქტურებს ქმნიან. სურვილი მაქვს, მომავალ მსოფლიო თასზე ეს ნაკრებიც ვიხილო.

ვფიქრობ, გარკვეული კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც მე-2 დონის ნაკრებთა განვითარებას ხელს შუეწყობს. ეს იოლი საქმე არ უნდა იყოს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტია”.

ცნობისთვის, პოქოქი სწორედ ზიმბაბვეშია დაბადებული და 13 წლამდე აფრიკულ ქვეყანაში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ოჯახთან ერთად ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გადაბარგდა. დევიდი ვოლაბების ღირსებას 2008 წლიდან იცავს და 78 მატჩში მის აქტივში 45 ქულაა.

კომენტარები

ბოლო ამბები