Thumbnail
  • The Guardian საქართველოსა და ავსტრალიის მატჩის შესახებ
  • რა ტაქტიკას აირჩევს მაიკლ ჩეიკა

The Guardian-ს მიაჩნია, რომ თუ ავსტრალიის ნაკრების თავკაცი მაიკლ ჩეიკა საქართველოსთან ჯგუფის უკანასკნელ მატჩში სათადარიგო შემადგენლობას დააყენებს, შეცდომას დაუშვებს. "მწვრთნელებმა თავიანთი მთავარი ვარსკვლავები შესაძლოა, "შეინახონ" საქართველოს ნაკრებთან მატჩში, მაგრამ ეს ვერ დაეხმარება ავსტრალიელებს მეოთხედფინალისთვის უკეთ მომზადებაში" - წერს ბრიტანული გამოცემა.

"ვოლაბებმა" ოიტას სტადიონზე 45:10 დაამარცხეს ურუგვაის ნაკრები და ახლა კიდევ ერთ "ჯუჯას" ხვდება - პარასკევს D პულის ბოლო მატჩი აქვთ საქართველოს ნაკრებთან. ავსტრალიელებისთვის კარგი იქნება, თუ საქართველოსთან საუკეთესო შემადგენლობას დააყენებენ. მაიკლ ჩეიკამ უელსთან 25:29 მარცხის შემდეგ, ურუგვაისთან 12 მოთამაშე შეცვალა.

ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვილი გენია

რა თქმა უნდა, ავსტრალიელებს სულაც არ სურთ მათი ვარსკვლავების ტრავმები საქართველოს ნაკრებთან თამაშში, მაგრამ ტრავმის მიღება ვარჯიშზეც შეიძლება. თუ გუნდის საუკეთესო შემადგენლობა ქართველებთანაც არ ითამაშებს, დიდი შანსია, ის ტონუსიდან ამოვარდეს, რაც პლეი ოფში ძალზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. 

როგორც "ოლ ბლექსმა" გააკეთა, როცა მსოფლიოს თასის წინ ტონგასთან ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, ისე უნდა მოიმოქმედოს ავსტრალიის ნაკრებმაც საქართველოს წინააღმდეგ", - წერს "გარდიანი".

კომენტარები

ბოლო ამბები