Thumbnail

წყალბურთი | დინამო თბილისი 16 უძლიერეს გუნდში - ჩემპიონთა ლიგა იწყება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 9 ოქტომბერი  | ⌚ 22:30 | ტერასა V დინამო თბილისი | 📺 პირველი არხი
  • წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა ევროპის 16 უძლიერეს გუნდს აერთიანებს

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა ევროპის 16 უძლიერეს გუნდს აერთიანებს და წელს პირველად, ამ ტურნირში თბილისის დინამო მიიღებს მონაწილეობას. ქართული გუნდი პრესტიჟული ტურნირის პირველ შეხვედრას 9 ოქტომბერს გამართავს და ესპანურ ტერასას დაუპირისპირდება. მატჩი ესპანეთში, თბილისის დროით 22.30 საათზე გაიმართება.

თბილისის დინამო B ჯგუფში იასპარეზებს და შემდეგ გუნდებს გაუწევს კონკურენციას: ფერენცვაროში, ვასპო ჰანოვერი, მარსელი, ზაგრების მლადოსტი, ოსც ბუდაპეშტი, პრო რეკო, ტერასა. 8 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა. ჩემპიონთა ლიგის წინ, ქართულმა გუნდმა სამი ძლიერი წყალბურთელი დაიმატა: ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა და დამირ ცრეპულია.

დინამო თბილისის შემადგენლობა

სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, მიხეილ ბაღათურია, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, გიორგი ერისთავი, გიორგი გვეტაძე, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა ქავთარაძე, გურამ ხუციშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი მესხი, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა, თედო შავშიშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ნიკა შუშიაშვილი, დაჩი თევდორაშვილი, დამირ ცრეპულია, ბორის ლაპენსკი.

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების განრიგი თბილისის დინამოსთვის ასე გამოიყურება! #დინამოერთობაშია #lenchampionsleague

Posted by WPC Dinamo Tbilisi on შაბათი, 05 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები