Thumbnail

მარკოიშვილის თამაში ეროვნულ ნაკრებში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
გაზიარება
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანს მუხლის ტრავმა აქვს.
  • მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამოტოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში ისევ ვერ ითამაშა. რეჯიო ემილიამ სტუმრად კაპოს 81:70 მოუგო, თუმცა ქართველი ფორვარდი გუნდთან ერთად სიცილიაში არ იმყოფებოდა.

მარკოიშვილს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც მანუჩარმა იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში სასარი დინამოსთან მატჩიც გამოტოვა. მართალია, შემდეგ ევროთასზე ითამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმამ თავი შეახსენა.

23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ავსტრიას ესტუმრება, 25 თებერვალს კი ილიას ზუროსის გუნდი გერმანიას უმასპინძლებს  

როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, მარკოიშვილის თამაში ეროვნულ გუნდში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კომენტარები
ბოლო ამბები