Thumbnail

სტრონგმენი | თბილისში გიორგი დოინჯაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სტრონგმენის საერთაშორისო შეჯიბრი ორ წონით კატეგორიაში ჩატარდა
  • ტურნირში ქართველებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა და უკრაინელებმა მიიღეს მონაწილეობა

თბილისში გიორგი დოინჯაშვილის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა სტრონგმენში. შეჯიბრი სააკაძის მოედანზე ჩატარდა და მაყურებელთა ინტერესი გამოიწვია. მემორიალური ტურნირი ორ წონით კატეგორიაში გაიმართა: -105 და მძიმე წონა. ასევე, შედგა ევროპის თასის მესამე ეტაპი, რომლის შედეგებსაც ქვემოთ გაეცნობით.

105 კგ.

1. ვალერი გაზაევი (უკრაინა)
2. ვალიკო ფიფია (საქართველო) აკო ფიფია
3. ზურაბ ბოჭორიძე (საქართველო)

+105 კგ.

1. ჭაბუკა ჭიღლაძე (საქართველო) 
2. ვოსკან გევორქიანი (სომხეთი)
3. გიორგი ჭოხონელიძე (საქართველო)

ევროპის თასის მესამე ეტაპი - აბსოლუტური ჩათვლა

1. ჭაბუკა ჭიღლაძე (საქართველო)
2 ვალერი გაზაევი (უკრაინა) 
3. ვოსკან გევორქიანი (სომხეთი)

გიორგი დოინჯაშვილის ხსნოვისადმი მიძღვნილი ტურნირი

თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირი popsport.com-თან საუბარში საქართველოს სტრონგმენის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს უძლიერესმა სტრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ შეაფასა:

“შეჯიბრი ჩვენ მეგობარს, გიორგი დოინჯაშვილს მივუძღვენით. ტურნირი ორ წონით კატეგორიაში ჩატარდა, სპორტსმენები კი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ. რთული მოძრაობები ავირჩიეთ და ძალიან საინტერესო, სანახაობრივი ჩემპიონატი გამოვიდა. საორგანიზაციო კუთხითაც ყველაფერი რიგზე იყო. გიორგი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი იყო და მისი სახელობის ტურნირს ყოველ წელს ჩავატარებთ".  

თბილისში სტრონგმენის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
📸 | Georgian Strongman & Mas-wrestling Federation

 

კომენტარები

ბოლო ამბები