Thumbnail

ვალენსიას პრეზიდენტს მოკვლით ემუქრებიან - კლუბი კრიზისშია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ვალენსიას პრეზიდენტს მოკვლით ემუქრებიან
  • კლუბში ორი დაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის
  • სინგაპურელი მფლობელი და პრეზიდენტი გულშემატკივარს არ უყვარს

ვალენსიას სინგაპურელს პრეზიდენტ ანიილ მურტის გუნდის გულშემატკივრები მოკვლით ემუქრებიან. მურტი მუქარებს ტელეფონზეც იღებს და სოციალურ ქსელებშიც და მან ამის თაობაზე პოლიციას უკვე მიმართა.

მურტი ყოფილი სინგაპურელი დიპლომატია, რომელიც ვალენსიაში ძალიან არაპოპულარულია ფანები სწორედ მას აბრალებენ, რომ კლუბი ღრმა კრიზისშია.

კლუბის მმართველობაში რამდენიმე დაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის. ერთ მხარეს მფლობელი პეტერ ლიმი და მისი ნდობით აღჭურვილი მურტია, მათ კი გენერალური მენეჯერი მატეუ ალემანი და ყოფილი მწვრთნელი მარსელინო უპირისპირდებიან.

მარსელინიოს ვალენსიადან წასვლა უკვე მოუხდა და სეზონის ბოლოს 'ღამურების' დატოვება, შესაძლოა, ალემანსაც მოუხდეს. 

მარსელინო - ვალენსიას ყოფილი მწვრთნელი

პეტერ ლიმმა, სინგაპურელმა ბიზნესმენმა, ვალენსია 2014 წელს იყიდა და მასში 200 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა ფანებს ის მაინც არ უყვართ. მათი აზრით, ვერც ლიმი და ვერც მურტი ფეხბურთში ვერ ერკვევიან.

გულშემატკივრის ფავორიტის, მარსელინოს წასვლის შემდეგ ვითარება განსაკუთრებით გართულდა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა შაბათს ალავესთან თამაშის შემდეგ. გულშემატკივარი ტრიბუნებზე სკანდირებდა და მურტის წასვლას ითხოვდა, მან კი გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარს ირონიული ჟესტით გაჩუმებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები