Thumbnail

მილტონ ჰეიგი კიმონოში - ბორჯღალოსნებს ომაეძაკის მერიამ უმასპინძლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე ბოლო მატჩისთვის ემზადებიან
  • ბორჯღალოსნები 11 ოქტომბერს ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ქალაქ ომაეძაკის მერიამ უმასპინძლა  

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო მატჩისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგის გუნდმა, ფიჯისთან შეხვედრის შემდეგ, შიძუოკას პრეფექტურაში, ქალაქ ომაეძაკში გადაინაცვლა, სადაც პირველი წვრთნაც ჩაატარა.

ქართველი მორაგბეებს ქალაქ ომაეზაკის მერიამ უმასპინძლა. იაპონელებმა "ბორჯღალოსნებს", მათ შორის მილტონ ჰეიგს, კიმონოები უსახსოვრეს, ქალაქის მერმა კი სტუმრებისგან ქართული ღვინო და ყაბალახი მიიღო.

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

📸 | ბორჯღალოსნები ომაეძაკის მერიაში

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის D ჯგუფში ბოლო მატჩს ავსტრალიასთან 11 ოქტომბერს ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 14:15 სთ-ზე დაიწყება.  “ბორჯღალოსნებმა” ჩემპიონატზე ურუგვაის სძლიეს (33:7), უელსსა (14:43) და ფიჯისთან (10:45) კი წააგეს და 5 ქულით, ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები