Thumbnail

კოლხეთი სახლში დაბრუნდა - პირველი მატჩი განახლებულ სტადიონზე

  • 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა
  • თამაშს საპატიო სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. ფოთის კოლხეთი 1913-მა ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში ზუგდიდს უმასპინძლა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად მატჩს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ფოთის სტადიონის ძირითადი ტრიბუნის მშენებლობა დასრულდა, დაიგო ბუნებრივი საფარი და 7 წლიანი პაუზის შემდეგ ფოთის კოლხეთს მშობლიურ სტადიონზე თამაშის საშუალება მიეცა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი და აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. ასევე მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

კოლხეთი 1913 V ზუგდიდი | ფოთის განახლებული სტადიონი

კომენტარები

ბოლო ამბები