Thumbnail

U17 საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U17 საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის ემზადება.
  • გიორგი ნემსაძის გუნდი შეკრებას ზესტაფონის ბაზაზე გადის.

U17 საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისის ზღვასთან მდებარე ზესტაფონის ბაზაზე შეკრებას გადის.

შეკრების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიის 17-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა.

U17 საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი გოლით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ავსტრიელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

U17 საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

ხარშილაძე, ჩარკვიანი, გელაშვილი, კალანდაძე, აბზიანიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია

შეცვლაზე შევიდნენ:

ბაქრაძე, ჯანგველაძე, დეკანოსიძე, ჩიხრაძე

15 თებერვალს U17 საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს 

კომენტარები

ბოლო ამბები