Thumbnail

'იუვენტუსს ჯერ ვერ შევედრებით, ის სხვა დონეა' - იტალიური დერბის გამოხმაურება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსმა ინტერს სძლია და ცხრილში გალიდერდა 
  • ანტონიო კონტემ და მაურიციო სარიმ თამაში შეაფასეს

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-7 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კვირას, მილანში გამართულ შეხვედრაში, "ნერაძურიმ" ტურინის იუვენტუსი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ჩემპიონატში პირველი მარცხი კონტეს გუნდს სატურნირო ცხრილში იუვენტუსისთვის ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

"ფეხბურთელებზე საყვედურს ვერ ვიტყვი. მათ ყველაფერი დადეს მოედანზე, მაგრამ ჯერ დიდი გზაა გასავლელი, რათა იუვენტუსის დონეს მივაღწიოთ, გამოცდილებისა და თამაშის კონტროლის თვალსაზრისით. ინტერმა პროგრესი უნდა გააგრძელოს და ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან ჯერ გზის დასაწყისში ვიმყოფებით.

ვნახე სტატისტიკა - ეს ძალიან თანაბარი თამაში ყოფილა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, მაგრამ დიდი კლუბის გამოცდილებამ და თამაშის ხარისხმა სხვაობა მოგვცა. დღეს ჩვენ თავს არ უნდა ვადარებდეთ იუვენტუსს. ისინი სხვა სიმაღლეზე არიან, ყველა თვალსაზრისით", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს იტალიური პრესა.

იტალიურ დერბიში ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა

დიდი იტალიური დერბი ტურინელთა თავკაცმა მაურიციო სარიმაც შეაფასა: 

"ის, რომ პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ, პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგად ვითამაშეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც მანამდე ყველა მატჩი მოიგო. 

ვფიქრობ, პასებით თამაშის თვალსაზრისით, გუნდს წინსვლა აქვს. ახლა უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ შეგვეძლოს თამაშის დროს დომინირება, ტერიტორიული უპირატესობის ფლობა, ეფექტურად შეტევა და მეტოქის კომბინაციის ხშირად ჩაშლა, რათა დროს მთლიანად მეტოქის ნახევარზე ვატარებდეთ. 

ვხედავ და ვიცი, რომ ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია. ეს თანმიმდევრული პროცესია, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ შედეგის მიღწევა მაშინაც შეგვიძლია, როდესაც შესაძლებლობებს 100%-ით არ ვავლენთ".

სერია A-ში გასული 7 ტურის შემდეგ, ტურინის იუვენტუსს 19 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. მილანის ინტერი 18 ქულით მეორე ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები