Thumbnail

მესის მე-100 გოლი საჯარიმოს გარედან! ბარსამ სევილია გაანადგურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარსელონა 4:0 სევილია
  • 1:0 - სუარესი (27), 2:0 - ვიდალი (32), 3:0 - დემბელე (35), 4:0 - მესი (78)

ლა ლიგის მერვე ტურის მატჩში ბარსელონამ კამპ ნოუზე ლოპეტეგის სევილიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ეფექტური დარტყმით ლუის სუარესმა გახსნა, ურუგვაელის გოლიდან მალევე არტურო ვიდალმა წელს ლა ლიგაში თავის მეორე გოლი გაიტანა.

მოედანზე არ გამოჩენილა დღეს გუნდის ახალწვეული - ანტუან გრიზმანი, მის ნაცვლად მოთამაშე დემბელემ კი გოლი გაიტანა, თუმცა 88 წუთზე მოედნიდან გააძევეს.

შეხვედრაში წერტილი 78-ე წუთზე ლიონელ მესიმ დასვლა, რომელმაც კარიერის მანძილზე მე-100 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან, ამჯერად საჯარიმოს დარტყმით.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლიონელ მესიმ საჯარიმოს გარედან დღეს კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა (43-ე საჯარიმო დარტყმით)

⚽ ვიდალს ბარსას სასტარტოში მატჩი 22-ჯერ აქვს დაწყებული, აქედან კატალონიელებს არცერთი არ წაუგიათ - 14 მოგება, 8 ფრე.

⚽ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდა პირველი უცხოელი მეკარე ბარსას ისტორიაში, ვინც კლუბის მაისურით 200 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები