Thumbnail

'მოგებას დინამო ბათუმი უფრო იმსახურებდა' - რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩის შემდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ეროვნული ლიგის 30-ე ტურისა და მთალიანად სეზონის მთავარი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. დინამო ბათუმმა და დინამო თბილისმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. შედეგად, სატურნირო ცხრილის სათავეში არაფერი შეცვლილა - ორივე გუნდის აქტივში 30 მატჩი და 62 ქულაა. დინამო ბათუმი ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ლიდერობს, სეზონის დასრულებამდე კი 6 ტურია დარჩენილი. ბათუმური მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

დათო ჯანელიძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი)
"რა შედეგიც არ უნდა დამდგარიყო, ეს თამაში ვერ გამოავლენდა ჩემპიონს. წინ 6 ტურია და ბევრი რამეა გასარკვევი. გადაუღებელმა წვიმამ დაღი დაასვა თამაშს. ლამაზი საღამო იყო და უფრო სანახაობრივი თამაშიც შეიძლებოდა გვეხილა. ბევრი მომენტი გვქონდა, მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ აქეთ გავუშვით. დღეს, დინამო ბათუმი უფრო იმსახურებდა მოგებას, ვიდრე დინამო თბილისი".

ფელის ვისენტე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)
"მთელმა გუნდმა თავდაუზოგავად იშრომა და ეს შედეგიც ამიტომ მივიღეთ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა ასეთ მოედაზე ვერცერთი გუნდი ვერ აჩვენებდა სანახაობრივ თამაშს. წინ 6 ფინალი გვაქვს დარჩენილი, მოვემზადებით და აუცილებლად გავხდებით ჩემპიონები".

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმის ნახევარმცველი)
"როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. თამაშზე ამინდმა და მინდორმაც მოახდინა გავლენა. ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში. თუმცა, პირველ ადგილზე ვართ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. შესაბამისად, ფრე არაა ცუდი შედეგი".

ლევან მჭედლიძე (დინამო თბილისის ფორვარდი)
"ჩამოვედით მოსაგებად, თუმცა ვიცოდით რომ რთული მატჩი გველოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე ძალიან კარგად იყო მომზადებული. ასეთ ამინდში რთულია თავის წარმოჩენა, თუმცა შევძელით და გადავარჩინეთ თამაში. ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამით არ მთავრდება არაფერი".

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

📸 | დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

კომენტარები

ბოლო ამბები