Thumbnail

არაბულის მე-3 გოლი სეზონში – ქართველის გუნდი მაინც ბოლო ადგილზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფორვარდმა სტუმრები მე-9 წუთზე დააწინაურა
  • პანიონიოსის 5 გოლიდან 3 ბაჩანა არაბულის ანგარიშზეა

ბერძნული სუპერლიგის მე-6 ტურში ბაჩანა არაბულის პანიონიოსი კრეტის ოფის ესტუმრა და მართალია, შეხვედრაში ანგარიში სწორედ ქართველმა ფორვარდმა გახსნა, 1:4 დამარცხდა.

არაბულმა გოლი მე-9 წუთზე გაიტანა, როდესაც თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა, ცენტრალური ზონიდან მცველებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გასულს კი მისი მოტყუება აღარ გასჭირვებია.

ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, რაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა.

📺 ოფი 4:1 პანიონიოსი

სათქმელია ისიც, რომ ბაჩანამ აქამდე ვოლოსის და ლამიას კარის დალაშქვრაც მოახერხა. ამდენად, პანიონიოსელთა 5 გოლიდან 3 არაბულის ანგარიშზეა.

ქართველი ლეგიონერის გუნდს ფინანსური პრობლემების გამო 6 ქულა აქვს დაკლებული და გასაკვირი არაა, რომ მინუს 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

პანიონიოსი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, შინ, ასტერას ტრიპოლისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები