Thumbnail
  • გიორგი შერმადინი მადრიდელებმა ვერ შეაჩერეს
  • ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 9 ორქულიანი გამოიყენა

იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი მადრიდის რეალთან გამართული მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა – 71:76.

საქართველოს ნაკრების ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი, მთავარ მოქმედ პირად იქცა.

გიორგიმ 29:56 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 12-დან 9 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

საინტერესოა, რომ შეხვედრის ბოლო წუთის სტარტზე ტენერიფელები 71:70-ს იგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში რეალის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა სერხიო ლულმა 2 ურთულესი სამქულიანი ჩააგდო, მასპინძლებმა კი მონაგარს ვერაფერი შემატეს.

გიორგი შერმადინი თითქმის უშეცდომოდ უტევდა

მადრიდელთა რიგებში საუკეთესო სწორედ ლული იყო, რომელმაც სულ 8-დან 5 შორეული სროლა გამოიყენა და თავი 19 ქულას მოუყარა.

“სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, იბეროსტარ ტენერიფე კი 1 მოგებით და 2 მარცხით მე-13 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ისევ შინ, ობრადოიროსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები