Thumbnail

‘პენალტი, რა თქმა უნდა, იყო!’ - კლოპი მოურინიოს რეკორდს უმიზნებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულმა მერვე მატჩიც მოიგო და პრემიერლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს
  • იურგენ კლოპის გუნდი ახლა ჩელსის რეკორდს უმიზნებს

8 თამაში, 8 მოგება და არცერთი დაკარგული ქულა - ლივერპული ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კვლავ 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. ლესტერთან ტოპ-მატჩი მერსისაიდელებმა 95-ე წუთზე, ჯეიმს მილნერის მიერ გატანილი პენალტით მოიგეს და მიმდინარე სეზონში ქულების პირველად დაკარგვას გადაურჩნენ. შესაბამისად, ლივერპული აგრძელებს ჩელსის რეკორდის გამეორებისთვის და მისი დამხობისთის ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს ფორმაციის ჩელსიმ 2005/2006 წლების სეზონი ზედიზედ 9 გამარჯვებით დაიწყო.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში, პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მარკ ოლბრაიტონმა სადიო მანეს წინააღმდეგ მსუბუქად იუხეშა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და აზრი არც VAR-ის გამოყენების შემდეგ შეუცვლია.

“ვიცოდით, რომ ლესტერთან ძალიან დიდი ბრძოლა გვექნებოდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა და მატჩის არბიტრიც გააკრიტიკა: “ვფიქრობ, ჰამზა ჩაუდრის მო სალაჰთან უხეშობის შემდეგ წითელი ბარათი უნდა მიეღო. ვერ ვხვდები, რატომ არ გააძევა მსაჯმა მოედნიდან. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ეპიზოდზე. წესით, როცა ფეხბურთელია ასე იქცევა, ავტომატურად მხოლოდ ერთ ფერს იმსახურებს და ეს წითელია. მიმაჩნია, რომ ჰამზა კარგი ფეხბურთელია, ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ უნდა დამშვიდდეს. უბრალოდ უნდა დამშვიდდეს, რადგან ასე არ შეიძლება.”

სამაგიეროდ, კლოპი კმაყოფილია მსაჯის გადაწყვეტილებით თერთმეტმეტრიანთან დაკავშკირებით: “დიახ, ეს პენალტი იყო და საბედნიეროდ, გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც ნერვებმა არ უმტყუნა. ბოლო წუთზე ასეთი თერთმეტმეტრიანის დარტყმა ადვილი არ არის.” - დასძინა კლოპმა.

კლოპის ემოციური ზეიმი ფანებთან ერთად ლეგენდარულმა პატრიკ ბერგერმა გააზიარა:

View this post on Instagram

Absolutely Brilliant 😁

A post shared by Patrik Berger (@patrikbergerofficial) on

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები