Thumbnail

მარადონას ცეკვა გასახდელში - ასე იზეიმა დიეგომ პირველი მოგება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხიმნასია ლა პლატას მწვრთნელის რანგში დიეგო მარადონამ პირველი თამაში მოიგო
  • ინტერნეტში დიეგოს ცეკვის ვიდეო ვრცელდება, რომელიც გასახდელშია გადაღებული

როგორც იქნა, მოიგო! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონამ ხიმნასია ლა პლატას მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება იზეიმა. ზედიზედ სამი წაგებული მატჩის შემდეგ, მარადონას გუნდმა გოდოი კრუსი 4:2 დაამარცხა და ბოლო ადგილზე აღარ იმყოფება.

თამაშის შემდეგ, მარადონამ თავის ფეხბურთელებთან ერთად ემოციურად იზეიმა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 58 წლის დიეგო გასახდელში ცეკვავს.

შეგახსენებთ, რომ მარადონა ხიმნასია ლა პლატაში სეზონის ბოლომდე დარჩება. მექსიკური დორადოსიდან იგი ივნისში ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვიდა, რის შემდეგაც მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.

კომენტარები

ბოლო ამბები