Thumbnail

შთამბეჭდავი გამარჯვება! ლებრონის ლეიკერსმა კარის გოლდენ სტეიტი დაამარცხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაშია
  • ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსმა სტეფ კარის და კომპანიას შანსი არ დაუტოვეს

NBA-ს პრესეზონის მატჩები დაიწყო და ლოს ანჯელეს ლეიკერსმა პირველივე სერიოზული გამოცდა უნაკლოდ ჩააბარა. ლებრონ ჯეიმსის გარშემო აწყობილმა გუნდმა წინა სეზონის ფინალისტ გოლდენ სტეიტს საკმაოდ შთამბეჭდავად, 123:101 მოუგო და თავის გულშემატკივრებს ახალი სეზონის წინ იმედიანი განწყობა შეუქმნა. უორიორსისთვის ეს იყო პირველი მატჩი Chase Center-ში, რომელიც გოლდენ სტეიტის ახალი სახლია.

ტროი დენიელსმა 14 ქულა დააგროვა

შესანიშნავი იყო ლეიკერსის ახალწვეული ენტონი დევისი, რომელმაც სულ რაღაც 18 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ლოს ანჯელესელთა ‘ბიგ მენი’ 22 ქულით საუკეთესო იყო და 10 მოხსნაც დააგროვა. ლებრონმაც 18 წუთი ითამაშა და თავისი შესაძლებლობები მანაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა - 15 ქულით და 8 მოხსნით.

გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ 18 ქულით, დრეიმონდ გრინმა კი 17 წუთში ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვა (7 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა).

დღის მეორე მატჩში ორლანდო მეჯიქმა სან ანტონიო 125:89 გაანადგურა. ტესტ-მატჩი გამართა იუტა ჯაზმაც და ავსტრალიური ადელაიდე 133:81 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იუტას შემადგენლობაში არ უთამაშიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც მაიკ კონლი, დონოვან მიტჩელი და რუდი გობერი არიან. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები