Thumbnail
  • რუბინმა ზურიკო დავითაშვილის გოლით 3 ქულა მოიპოვა
  • ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს

ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ტამბოვს უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 სძლია, რითიც სატურნირო ცხრილში 2 ადგილით წინ წაიწია და ახლა 14 ქულით მე-12 ადგილზეა.

შეხვედრის მთავარი გმირი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც ტამბოვს გოლი 32-ე წუთზე გაუტანა - მან 4 მცველი ჩამოიშორა და ტამბოვის მეკარეს გიორგი შელიას შანსი არ დაუტოვა.

სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მეორე ტაიმში შეძლეს - გიორგი მელქაძემ რუბინის კარი 54-ე წუთზე აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ზურიკო დავითაშვილი დაასახელეს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ 73-ე წუთზე შეცვალა. ბექა მიქელთაძე განაცხადში იყო, მაგრამ ედუარდო დოკამპომ ის მინდორზე არ შეიყვანა.

ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ, კვარაცხელიას შანსი ჰქონდა, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ ეფექტური თამაშისა და რამდენიმე მცველის ჩამოშორების შემდეგ, ბურთი კარს ააცილა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი რუბინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, რომლებსაც რუბინის მაისურით გაუტანიათ - დავითაშვილი (18 წელი და 232 დღე), კვარაცხელია (18 წელი და 153 დღე).

მატჩის საუკეთესო მომენტები 📺

კომენტარები

ბოლო ამბები