Thumbnail
  • რეალი 4:2 გრანადა
  • ედენ აზარის პირველი გოლი რეალის მაისურით

ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის რეალმა 4:2 მოუგო მე-2 ადგილზე მყოფ გრანადას და 18 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

პირველ ტაიმში "სამეფო კლუბი" ქარიმ ბენზემასა და ედენ აზარის გოლებით დაწინაურდა. ეს ბელგიელი სუპერვარსკვლავის პირველი გოლია რეალის მაისურით ოფიციალურ მატჩებში.

61-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა შორეული დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ სტუმრებმა ორი გოლის გატანა შეძლეს არეოლას კარში და სიტუაციაცი დაიძაბა.

92-ე წუთზე მასპინძელთა მე-4 გოლი ხამეს როდრიგესმა გაიტანა. ხამესმა 2017 წლის მერე პირველად გაიტანა რეალის მაისურით. 

რეალი 4:2 გრანადა

გოლები: 1:0 ბენზემა (2), 2:0 აზარი (45+1), 3:0 მოდრიჩი (61), 3:1 მაჩისი (69-პენ), 3:2 დ. დუარტე (77), 4:2 ხამეს როდრიგესი (90+2)

რეალი (4-3-3): არეოლა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, კარვახალი - ვალვერდე, კაზემირო, კროოსი (34. მოდრიჩი) - ბეილი (83. ხამეს როდრიგესი), ბენზემა, აზარი (69. ისკო)

სხვა მატჩები

ლეგანესი 1:2 ლევანტე
ვალენსია 2:1 ალავესი

კომენტარები

ბოლო ამბები