Thumbnail
  • პსჟ 4:0 ანჟერი
  • ლიგა 1-ში ნეიმარმა ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში პარი სენ-ჟერმენმა მეორეადგილოსან ანჟერს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. პსჟ 21 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.

მე-13 წუთზე პაბლო სარაბიამ შესანიშნავი სოლო-რეიდი მოაწყო და ანგარიში გახსნა. 37-ე წუთზე მაურო იკარდიმ ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლი ბრწყინვალე სტილში გაიტანა.

59-ე წუთზე სარაბიას დარტყმული იდრისა გიეს მოხვდა და ისე გავიდა სტუმართა კარში. 90-ე წუთზე ნეიმარი მეკარესთან პირისპირ გავიდა და პსჟ-ს მე-4 გოლი გაიტანა. 

ნეიმარმა ლიგა 1-ის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გაიტანა, თანაც, პირველ სამ შემთხვევაში მისი გოლები გამარჯვების მომტანი იყო.

პსჟ 4:0 ანჟერი

გოლები: 1:0 სარაბია (13), 2:0 იკარდი, 3:0 გიე (59), ნეიმარი (90)

პსჟ (3-4-3): ნავასი - ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი (78. დიალო) - ანდერი, პარედესი, ვერატი, გიე - სარაბია (83. დი მარია), იკარდი (72. ჩუპო-მოტინგი), ნეიმარი

კომენტარები

ბოლო ამბები