Thumbnail
  • ლივერპული 2:1 ლესტერი
  • ბრენდან როჯერსი 'ენფილდს' მეტოქე გუნდის მწვრთნელის რანგში ეწვია

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში იურგენ კლოპის ლივერპულმა "ენფილდზე" ლესტერ სიტი დაამარცხა - 2:1. 8-დან 8 მოგებით (24 ქულა) ლივერპული პირველ ადგილზეა.

ლივერპული პირველი გუნდია, რომელმაც ინგლისის ელიტურ ლიგაში მეორედ მოახერხა სტარტზე 8 გამარჯვების მოპოვება.

მე-40 წუთზე ჯეიმს მილნერმა საჯარიმოში სადიო მანე მოძებნა და აფრიკელმა ანგარიში გახსნა. მე-80 წუთზე ჯეიმს მედისონმა ანგარიში გაათანაბრა.

იურგენ კლოპი და ბრენდან როჯერსი

ლივერპულმა მაინც არ დაკარგა ქულები - მარკ ოლბრაიტონმა ბურთის ნაცვლად საკუთარ საჯარიმოში მეტოქეს ამოსხცო ფეხი. VAR-მა მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დაადასტურა და მე-5 კომპენსირებულ წუთზე ჯეიმს მილნერმა ლივერპულს გამარჯვება მოუტანა.

ლივერპულისთვის ცუდი პენალტამდე წამებით ადრე მოხდა, როცა მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო და ის შეცვალეს.

ლივერპული 2:1 ლესტერი

გოლები: 1:0 მანე (40), 1:1 მედისონი (80), 2:1 მილნერი (95. პენალტი)

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - მილნერი, ფაბინიო, ვეინალდუმი (78. ჰენდერსონი) - ფირმინო (78. ორიგი), სალაჰი (92. ლალანა), მანე

სხვა თამაშები

ბრაიტონი 3:0 ტოტენჰემი
ბარნლი 1:0 ევერტონი
ნორვიჩი 1:5 ასტონ ვილა
უოტფორდი 0:0 შეფილდი

კომენტარები

ბოლო ამბები