Thumbnail
  • ავსტრალიის რაგბის ნაკრების შიშველი ქომაგი მოედანზე შევარდა
  • კარტლი ბილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასის მე-3 ტურის მატჩში ურუგვაის 35 ქულით, 45:10 მოუგო და დროებით D ჯგუფში გალიდერდა. ''ვოლაბებმა'' პირველი ტაიმი 19:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 26 ქულა გაუტანეს, თუმცა ერთი ლელოც გაუშვეს.

შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა - ავსტრალიის ნაკრების შიშველი ქომაგი მოედანზე შევარდა და ''ვოლაბების'' მორაგბესთან, კარტლი ბილისთან მისალმება გადაწყვიტა.

''კარგ ხასიათზე დამაყენა. ხალხის სიცილი გავიგე და ვფიქრობდი, რაზე მხიარულობდნენ. ბურთი უბრალოდ რაქშია და ნუთუ ამაზე იცინიან. მარცხენა მხრიდან ადამიანის მოახლება ვიგრძენი და შემდეგ დამიძახა. ვფიქრობ, ის არ დაუჭერიათ, რადგანაც ტრიბუნაზე დაბრუნდა და თამაშის ყურება გააგრძელა.'' - განაცხადა ბილიმ მედიასთან საუბრისას.

FOX SPORTS RUGBY-ს ოფიციალურმა გვერდმა იხუმრა - მათ ბილისა და ქომაგის ფოტო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნეს: ''გაფუჭებული ბოჭვის სტატისტიკა კარტლი ბილისთვის?''. ბილიმ ფოტოს ასე უპასუხა: ''ვფიქრობ, შესაბოჭი არაფერი იყო.''

კომენტარები

ბოლო ამბები