Thumbnail
  • 18 წლის ფორვარდმა რუსეთის ახალგაზრდულ პირველობაში პენალტი გაიტანა
  • ქართველის გოლით მოსკოველებმა კრასნოდართან სტუმრად ქულა მოიპოვეს

ნიკოლოზ ქუთათელაძე მოსკოვის სპარტაკის ახალგაზრდულ გუნდში სადებიუტო გოლით გამოირჩა. 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ახალგაზრდული პირველობის მე-12 ტურში, კრასნოდარისა და სპარტაკის შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა და 11-მეტრიანიდან გოლიც გაიტანა.

ქუთათელაძემ გოლი 34-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 76-ე წუთამდე დაჰყო, შემდეგ კი შეცვალეს.

📺 ქუთათელაძის ზუსტი 11-მეტრიანი

საბოლოოდ სპარტაკის ახალგაზრდულმა გუნდმა კრასნოდართან ქულა მოიპოვა და ახლა სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. 

ქუთათელაძეს მატჩის მიმდინარეობისას გაგრილებაც დასჭირდა

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი ამ ზაფხულს გახდა, მის ახალგაზრდულ გუნდში კი პირველი მატჩი აგვისტოში ჩაატარა - ცსკა-სთან საგოლე პასითაც გამოირჩა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ჯამში რუსულ გუნდის მაისურით 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნიკოლოზ ქუთათელაძემ ფეხბურთის თამაში პრაღის სპარტას სკოლაში დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი ლილის აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პარი სენ-ჟერმენის სისტემაში ვარჯიშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები