Thumbnail
  • ავსტრალიელებმა ურუგვაის 7 ლელო და 5 გარდასახვა გაუტანეს
  • ავსტრალიელები დროებით ჯგუფის ლიდერები არიან

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასის მე-3 ტურის მატჩში ურუგვაის 35 ქულით, 45:10 მოუგო და დროებით D ჯგუფში გალიდერდა. ''ვოლაბებმა'' პირველი ტაიმი 19:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 26 ქულა გაუტანეს, თუმცა ერთი ლელოც გაუშვეს.

ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო, საიდანაც მხოლოდ ხუთის გარდასახვა შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტევიტა კურიდრანი გახდა, რომელმაც 120 მეტრი იარა, 9 მცველი ჩამოიშორა და 2 ლელო დადო. ჯორდან პეტაია, რომელიც მატჩის მე-2 ლელოს ავტორია, ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა ავსტრალიის ნაკრების ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო თასზე ლელო დადო.

ავსტრალიელებს 11 ქულა აქვთ და D ჯგუფში ლიდერები არიან. მათი ბოლო მეტოქე ჯგუფში საქართველო იქნება. მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება. ურუგვაის მეტოქე ბოლო ტურში უელსი იქნება - ნაკრებები ერთმანეთს 13 ოქტომბერს შეხვდებიან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები