Thumbnail

სარის ისინი არ სჭირდება - იუვენტუსი ზამთარში სამ ფეხბურთელს გაუშვებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მედია იმ მოთამაშეებს ასახელებს, რომლებსაც იუვენტუსი ზამთარში შეელევა
  • ტურინულ კლუბს მარიო მანჯუკიჩი, მარკო პიაცა და მატია პერინი დატოვებენ

ტურინის იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამ ფეხბურთელთან გამომშვიდობებას აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარის გუნდს ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, გარემარბი მარკო პიაცა და მეკარე მატია პერინი დატოვებენ.

33 წლის ხორვატი თავდამსხმელის მომავალს უფრო მეტად ყატარს უკავშირებდნენ, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს. 

ხორვატ ფორვარდს ამ სეზონში სათამაშო დრო საერთოდ არ ჰქონია

იტალიის ჩემპიონებს მეორე ხორვატის, 24 წლის მარკო პიაცას გაშვება იჯარით, სერია A-ს ერთ-ერთ კლუბში სურთ. 

რაც შეეხება იუვენტუსის 26 წლის მეკარეს, მატია პერინი ზაფხულში ახლოს იყო პორტუგალიურ ბენფიკაში გადასვლასთან. ტურინელები იმედოვნებენ, რომ ლისაბონური კლუბი მეკარის მიმართ ინტერესს კვლავაც გამოამჟღავნებს.

მატია პერინს ვოიცეხ შჩესნისა და ჯანლუიჯი ბუფონის გარემოცვაში შანსი პრაქტიკულად არ აქვს

სერია A-ს სატურნირო ცხრილში იუვენტუსი მე-2 ადგილს იკავებს. მაურიციო სარის გუნდს 6 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ. სატურნირო ცხრილის ლიდერი მილანის ინტერია (18 ქულა), რომელთანაც იუვენტუსი 6 ოქტომბერს ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები