Thumbnail
  • ბასკონიას პირველი მოგება ევროლიგაში
  • შენგელიამ და ჯენინგმა ჟალგირისი დაამარცხეს

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად ჟალგირისთან ითამაშა და მეტოქეს 13 ქულით, 70:58 სძლია. პირველი მეოთხედის ფრედ დასრულების შემდეგ, ბასკონიამ დარჩენილი სამი პერიოდის მოგება შეძლო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ფენერბაჰჩე
  • რეალ მადრიდი
  • ბარსელონა
  • ცსკა

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31:47 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7-დან 6 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ სამი სამქულიანიც ისროლა და ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლო.

ბასკონიას რიგებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგიც იყო, რომელმაც 10 ქულა დააგროვა - მან 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ბასკონია მომდევნო შეხვედრასაც გასვლაზე ჩაატარებს. ვიტორიელების მორიგი მეტოქე რუსული ხიმკი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები