Thumbnail

კურტუას შიშები აქვს? რეალმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მადრიდის რეალი ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა
  • საქმე ტიბო კურტუას ჯანმრთელობის საკითხს ეხება

მადრიდის რეალმა ტიბო კურტუასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და უარყო ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს ‘სამეფო კლუბის’ ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას ფსიქოლოგიური პრობლემები დაუდგინდა.

გამოცემა OK Diario წერდა, რომ კურტუა ბოლო დროს თავს ცუდად გრძნობს, შიშები და პანიკური შეტევები აქვს, რაც თითქოს სამედიცინო შემოწმებით გაირკვა.

“ჩვენი ფეხბურთელის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთან არავისთვის დაუდგენიათ ამგვარი პრობლემები,” - ნათქვამია რეალის ოფიციალურ განცხადებაში. კურტუას გასტროენტერიტი დაუდგინდა და ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ბრიუგესთან, პირველი ტაიმის შემდეგ ამიტომაც შეცვალეს.

შაბათს, რეალი გრანადას მასპინძლობს და კურტუა ამ მატჩს გამოტოვებს. 'სამეფო კლუბის' კარს ალფონს არეოლა დაიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები