Thumbnail

PREVIEW | ბრენდან როჯერსი ენფილდზე ბრუნდება - შეაჩერებს ლესტერი ლივერპულს?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 6 ოქტომბერი | ⌚ 18:0 | ⚽ ლივერპული V ლესტერი
  • ჯეიმი ვარდის ლივერპულთან ჩატარებულ 6 მატჩში, 7 გოლი აქვს გატანილი! 

შაბათს პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩში ლივერპული ენფილდზე ლესტერ სიტის უმასპინძლებს და სატურნირო ცხრილში მესამეზე მყოფი მიდლენდელების დამარცხებას შეეცდება.

შაბათს ენფილდზე წითლების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ბრენდან როჯერსი დაბრუნდება, რომელიც კლუბს 2012-15 წლებში წვრთნიდა, ხოლო გასული სეზონის იანვირდან ლესტერში მუშაობს.

📣 რობერტო ფირმინო სექტემბრის საუკეთესოდ დაასახელეს

ლივერპულმა სეზონი კარგად დაიწყო, კლოპის გუნდს შვიდი მატჩიდან შვიდი მოგება აქვს, თუმცა არც ლესტერია ცუდ ფორმაში - მიდლენდელები 7 ტურის შემდეგ მესამე ადგილს იკავებენ და ცხრილში მხოლოდ ლივერპულს და სიტის ჩამორჩებიან.

ლესტერის მხრიდან მთავარი საფრთხე ინგლისის ნაკრების 22 წლის ინგლისის ნაკრების წევრი - ჯეიმს მედისონია, რომელმაც ერთი ტურის წინ ტოტენჰემს შესანიშნავი გამარჯვების გოლი გაუტანა, თუმცა წინა ტური ნიუკასლთან გამოტოვა და ენფილდის მატჩს დასვენებული შეხვდება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს წინა სეზონიდან მოყოლებული პრემიერლიგაში ზედიზედ 16 მატჩი აქვს მოგებული.

⚽ ლივერპული ფავორიტია, მაგრამ წითლებს წელს 12 ჩატარებული მატჩიდან, ცხრაში მინიმუმ 1 გოლი აქვთ გაშვებული.

⚽ ლესტერმა პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩიდან, 4 მოიგო და ოთხივეში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა!

⚽ მოჰამედ სალაჰს წელს პრემიერლიგაში სამივე საშინაო მატჩში აქვს გატანილი, ჯამში ოთხი გოლი და ოთხივე მეორე ტაიმში...

⚽ ჯეიმი ვარდის ლივერპულთან ჩატარებულ 6 მატჩში, 7 გოლი აქვს გატანილი! 

კომენტარები

ბოლო ამბები