Thumbnail

პიონჩანში ისევ უამინდობაა: ნინო წიკლაურის სტარტი გადაიდო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოლიმპიური თამაშების კალენდარში სრული ქაოსია.
  • ნინო წიკლაურის გამოსვლა გადაიდო.
  • ქართველი სამთომოთხილამურე 15 თებერვალს იასპარეზებს.

მძიმე კლიმატური პირობების გამო პიონჩანის ოლიმპიური თამაშების კალენდარში სრული ქაოსია. კვლავ ვერ ხერხდება სამთოთხილამურების ტურნირის დაწყება. ამჯერად, გიგანტური სლალომის სტარტი ძლიერი ქარის გამო გადაიდო და შესაბამისად, ვერც ქართველი სპორტსმენი: ნინო წიკლაური ჩაება ოლიმპიურ თამაშებში.

წიკლაურის პირველი ცდა დღეს 16:15 საათზე უნდა ყოფილიყო, მეორე ცდა კი 20:45 საათზე უწევდა. ორგანიზატორებმა ჯერ დროში გადაწიეს განრიგი, შემდეგ კი თარიღი შეცვალეს და ტურნირის სტარტი 15 თებერვალს გადაიტანეს.

თუ ამინდი გამოკეთდა, ქართველი სამთომოთხილამურე ნინო წიკლაური ოლიმპიურ თამაშებში 15 თებერვალს ჩაერთვება 

კომენტარები

ბოლო ამბები