Thumbnail

რუსთავი-იუტა – ქართული გუნდის მწვრთნელი ჯაზის ვარჯიშებს დაესწრო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გეორგიოს კეცელიდისი ‘ჯაზმენთა’ თავკაც ქუილ სნაიდერს შეხვდა
  • ბერძენი სპეციალისტი ჟალგირისში ილიას ზუროსის ასისტენტიც იყო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მოთამაშე რუსთავი 1991-ის მთავარი მწვრთნელი გეორგიოს კეცელიდისი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც NBA-ს წევრ იუტა ჯაზის წინასასეზონო ვარჯიშებს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ კეცელიდისის გამზავრება საბერძნეთის საკალათბურთო მწვრთნელთა ასოციაციამ დააფინანსა, იუტაში კი, კეცელიდისი იუტელთა მთავარ მწვრთნელ ქუინ სნაიდერსაც შეხვდა და ცხადია, ფასდაუდებელ გამოცდილებასაც მიიღებდა. ამაზე ბერძენი სპეციალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიც მოწმობს.

“შევხვდი იუტა ჯაზის მთავარ მწვრთნელ ქუინ სნაიდერს და მის ასისტენტს მაიკ ველსს. მე მოხიბლული ვიყავი არა მხოლოდ მათი ცოდნით, არამედ მათი მონდომებითაც, რომ ჩემს ყველა დასმულ კითხვაზე ეპასუხათ. ყოველთვის დიდი მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნება შერწყმულია.

მათ გამახსენეს ჯო ვუდენის სიტყვები: “მწვრთნელმა არასოდეს უნდა დაივიწყოს, რომ ის არის ლიდერი და არა მხოლოდ ძალაუფლების მქონე ადამიანი”. რადგან ავტორიტეტი მოითხოვს პატივისცემას, მაგრამ ლიდერი მას გამოიმუშავებს...
დიდი მადლობა ბატონებო!”.

შეგახსენებთ, რომ კეცელიდის რუსთავულ კლუბს 2018 წლიდან ავარჯიშებს, მანამდე კი, საქართველოში შსს აკადემიაში, ჩემპვილში (ლიბანი), აეკ-ში (ლარნაკა, კვიპროსი), მონასტირში (ტუნისი), ალ აჰლისა (საუდის არაბეთი) და არისშიც (საბერძნეთი) უმუშავია, კაუნასის ჟალგირისში კი, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაც ილიას ზუროსის ასისტენტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები