Thumbnail

ბარსას წარუმატებელი ტრანსფერი? ვალვერდე დემბელეთი იმედგაცრუებულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
გაზიარება
  • უსმან დემბელე ბარსელონაში იმედებს ვერ ამართლებს.
  • ფრანგი ერნესტო ვალვერდემაც გააკრიტიკა.

ბარსელონას უსმან დემბელემაც ვერ უშველა - კატალონიელებმა ხეტაფესთან, ყველასათვის მოულოდნელად, ორი ქულა დაკარგეს. ნოუ კამპზე გამართული მატჩი 0:0 დასრულდა.

ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დემბელე მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა და ბოლო ნახევარი საათი ათამაშა. მეორე ტრავმის შემდეგ ეს ფრანგის მორიგი დაბრუნება გახლდათ. თუმცა დემბელემ ბარსელონას შეტევებს ვერაფერი შემატა - მატჩის შემდეგ ის ყველამ გააკრიტიკა. ვალვერდემაც არ დამალა, რომ დემბელესგან გაცილებით მეტს ელოდა.

ვალვერდე: სწრაფი და ტექნიკურია - შესაბამისად, მისგან მეტ დრიბლინგს და სისწრაფეს ვითხოვ!

“უსმან დემბელე მოედანზე ისეთ მომენტში შევუშვით, რომ იმედი გვქონდა, ერთი-ერთზე სიტუაციებში დაგვეხმარებოდა და უფრო სახიფათოდ შევუტევდით. გასაგებია, რომ მას ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისგან უფრო მეტს ველოდი,” - განაცხადა ვალვერდემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ვალვერდემ დემბელეს შესახებ საკმაოდ დიდხანს ისაუბრა: “მან თავისი უპირატესობების გამოყენება უნდა დაიწყოს. სწრაფი და ტექნიკურია - შესაბამისად, მისგან მეტ დრიბლინგს და სისწრაფეს ვითხოვ. არ ვუკარგავ იმას, რომ ბევრს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა,” - დასძინა ბარსელონას დამრიგებელმა.

კომენტარები
ბოლო ამბები